იბრაჰიმოვიჩი - დღევანდელ „პარი სენ-ჟერმენი“ გუნდი არ არის #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი - დღევანდელ „პარი სენ-ჟერმენი“ გუნდი არ არის #1TVSPORT

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი ყოფილი კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი პსჟ გუნდი იყო. დღეს ასე არ არის. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი გამოსწორდეს და შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდეს. მე მჯერა „პარი სენ-ჯერმენის“, მაგრამ ახლა ის საუკეთესო კლუბი ნამდვილად არ არის“, – მიაჩნია ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

2012-2016 წლებში იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს ღირსებას იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზლატანმა პარიზულ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ დაუფლა ქვეყნის თასს, სამჯერ – სუპერთასს.

თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს.

დატოვე კომენტარი