იბრაჰიმოვიჩი - მსოფლიოში კვლავ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და „მილანიდან“ წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი - მსოფლიოში კვლავ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და „მილანიდან“ წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT

„მილანის“ 41 წლის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არაჩვეულებრივ ფორმაშია, კარიერის დასრულებას არ აპირებს და თავს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

„მე კვლავ საუკეთესო ვარ, არ ვხუმრობ. „მილანში“ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ხუთი წუთი ვითამაშო, მე მინდა, რომ მატჩები სრულად ჩავატარო. ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ და თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, „მილანიდან“ წასვლას არ ვაპირებ, მომავალ სეზონშიც აქ ვიქნები“, – ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.