იბრაჰიმოვიჩი საოპერაციოა და 7-8 თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი საოპერაციოა და 7-8 თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება #1TVSPORT

„მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ოპერაცია ჩაუტარდება, აღდგენის პროცესს კი 7-8 თვე დასჭირდება, – იუწყება იტალიური კლუბის პრესსამსახური.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ამას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ოპერაციამ და 40 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს.

გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.