თუ „მილანი“ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, იბრაჰიმოვიჩი „მონცაში“ გადავა #1TVSPORT
თუ „მილანი“ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, იბრაჰიმოვიჩი „მონცაში“ გადავა #1TVSPORT

„მონცას“ მენეჯერებისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, წინადადებას დათანხმდება, რადგან „მილანი“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი ფეხბურთიდან წასვლა არ სურს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და კარიერის შეწყვეტაზე არ ფიქრობს.

მიმდინარე სეზონში 41 წლის იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მიზეზი კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია და ხანგრძლივი მკურნალობა იყო.

ლეგენდარული ფეხბურთელი „მილანის“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის ვადა მილანურ კლუბთან წელს, ივნისში იწურება.