იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანურ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, – იუწყება Sky Sport Italia.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის თავდამსხმელთან ახალი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება. იბრაჰიმოვიჩის ანაზღაურებად სეზონზე მილიონი ევრო განისაზღვრა, გათვალისწინებულია ბონუსებიც.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს მუხლის ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება და შესაძლოა, მოედანზე წელს ვერც გამოჩნდეს.

გასულ სეზონზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 27 მატჩი გამართა (ყველა ტურნირზე), გაიტანა 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.