ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთისთვის ემზადებიან, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იმართება.
ტრადიციული შერკინება შუხუთის ცენტრში 17:00 საათზე დაიწყება. თითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ.
ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.
დღეს შუხუთში ლელობურთის სანახავად უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.