სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართება
სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართება. შუხუთში დილიდან დაგეგმილია სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, 17:00 საათიდან კი, ლელობურთი დაიწყება.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

ლელობურთი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს, ცაცხვების ქვეშ იმართება.