სოფელ შუხუთში სიმბოლურად ლელობურთი შეიკერა, რომელიც ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს
სოფელ შუხუთში სიმბოლურად ლელობურთი შეიკერა, რომელიც ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს

დღეს სოფელ შუხუთში სიმბოლურად ლელობურთი შეიკერა, რომელიც ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მეორე წელია, ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებებით არ აღინიშნება.

„ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი იმართებოდა. პანდემიის გამო, ხალხმრავალი ღონისძიება უკვე მეორედ აღარ ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციულად ყოველ წელს ცაცხვების ქვეშ იმართება.