შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაში სულ 23 დეპუტატი მონაწილეობდა, მათ შორის 19 მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო.

ფარული კენჭისყრის შედეგებით გიორგი დავითაძემ, რომელიც ასევე “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა, 12 ხმა მიიღო, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა არა დამსწრე დეპუტატთა, არამედ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.