გოკა გაბაშვილი - ჩვენი ფრაქციის მიზანი იქნება, ვაკონტროლოთ თბილისის მერია, ხელისუფლება და საკრებულოს უმრავლესობა
გოკა გაბაშვილი - ჩვენი ფრაქციის მიზანი იქნება, ვაკონტროლოთ თბილისის მერია, ხელისუფლება და საკრებულოს უმრავლესობა

თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მათი ფრაქცია მერიის, დედაქალაქის ხელისუფლებისა და საკრებულოს უმრავლესობის კონტროლს გეგმავს.

„ჩვენი ფრაქციის მიზანი იქნება, ვაკონტროლოთ თბილისის მერია, ვაკონტროლოთ თბილისის ხელისუფლება, საკრებულოს უმრავლესობა, რომ არაფერი ხდებოდეს თბილისელების ზურგსუკან, როგორც ეს წინა საკრებულოს შემთხვევაში ხდებოდა და ვისაუბროთ იმ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს იქნება სოციალური საკითხები, სამუშაო ადგილები, ქალაქში ზოგადად ვითარების გაუმჯობესება და ზოგადად, ის საკითხები, რომელიც თბილისელებს აინტერესებთ“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა, რომელიც თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.

გაბაშვილი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე იქნება.