ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ქალაქის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია აირჩიეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ქალაქის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია აირჩიეს

ხმაურის ფონზე წარიმართა მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ფოთში. 18-მა წევრმა თავმჯდომარის პოსტზე ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი აკაკი დარჯანია აირჩიეს.

„ჩემთვის ეს თანამდებობა მეტად საპასუხისმგებლოა. ვეცდები, თითოეული მოქალაქის პრობლემა გულთან ახლოს მივიტანო“, – აღნიშნა საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ.

„ეს არჩევნები იყო სამარცხვინო ფურცელი ფოთის ისტორიაში. საკრებულოს უმრავლესობაში მოსული ადამიანები მასში მონაწილეები არიან“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს მომავალ სხდომაზე აირჩევენ, რომელიც სავარაუდოდ ოთხშაბათს გაიმართება.