ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა ენმ-ის წარმომადგენლებმა დატოვეს
ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა ენმ-ის წარმომადგენლებმა დატოვეს

ქუთაისში საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეებს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია უკლებამ განაცხადა, რომ პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან როგორც უკლებამ განმარტა, არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე უარესი იყო ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შორის“, – აღნიშნა უკლებამ.

ოპოზიციას „ქართული ოცნებიდან“ უპასუხეს, რომ თუ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ, ენმ-ის წევრებს შეეძლოთ, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ, რასაც საკრებულოს სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.