ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია გახდა

17:22, 20.11.2017

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 19-მა დეპუტატმა მიიღო.

“მადლობა მინდა გადავუხადო “ქართულ ოცნებას” ნდობისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ ხელიხელჩაკიდებული გავუმკლავდებით ყველა პრობლემას, რაც ქუთაისს აწუხებს,” – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

მსგავსი