წალენჯიხაში, მარტვილსა და ხობში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს 
წალენჯიხაში, მარტვილსა და ხობში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ რაიონში მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს.

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია გახდა. მას საკრებულოს 30 წევრიდან, ხმა 25-მა მისცა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ ედიშერ ჯობავა აირჩიეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ალექს გაბისონია გახდა.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “ნაციონალურ მოძრაობას” აქაც არ მიუღია მონაწილეობა. გაბისონიამ 26 ხმა მიიღო.