შსს-ში გამოკითხული ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს, თავად არის
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი პირი ლაშა ლურსმანაშვილი გამოიკითხა.
ლურსმანაშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ თავად არის ის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.
ამასთან, როგორც ლურსმანაშვილმა აღნიშნა, „არასწორ დროს, არასწორ ადგილას“ მოხვდა და არ იცნობს გურამ ამირხანაშვილს, რომელსაც დიდუბეში შეხვდა.
„არაფერი არ ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, უბრალოდ ჩამოვედი ღამე პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის. უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა დარეკვა“, – განაცხადა ლურსამანაშვილმა.
მანამდე შსს-ში ამავე საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი დაიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს საკუთარი უდანაშაულობა დაადასტურა.