შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს
შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მანამდე არ დაიშლებიან, სანამ ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ მოვლენ და აქციის მონაწილეებს არ შეხვდებიან.
აქციის გამო ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.