თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ნაპოვნია 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.