თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა

19:07, 31.03.2019

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიწის ნაშალში ორი ადამიანი მოყვა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ჯერ ორი ადამიანის პოვნა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები.

მსგავსი