თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიწის ნაშალში ორი ადამიანი მოყვა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ჯერ ორი ადამიანის პოვნა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები.