ფეისბუქმომხმარებელი თეა შაყულაშვილი - ავტობუსის მგზავრები პატარა ადგილს იკავებენ და არ ქმნიან საცობს, საცობში უნდა იდგეს ის, ვინც ქმნის მას და არა ის, ვინ მას არ ქმნის
ფეისბუქმომხმარებელი თეა შაყულაშვილი - ავტობუსის მგზავრები პატარა ადგილს იკავებენ და არ ქმნიან საცობს, საცობში უნდა იდგეს ის, ვინც ქმნის მას და არა ის, ვინ მას არ ქმნის

ფეისბუქმომხმარებელი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემას, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის ახალ სქემას ეხმიანება.

„ჩემმა მეგობარმა გააზიარა და რა თქმა უნდა დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა. ხოდა, მთელი ამ ამბის ასე კულტურულად გადმოცემა და ახსნა თუ შეიძლებოდა, არ წარმომედგინა…

პ.ს. თვალი დაუდგეს ევროპას, მეც თბილისელი ვარ (ბევრი თაობა) და დიდი მანქანაც მყავს, მაგრამ როგორც არისტოტელე იტყოდა „ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია…“ მოგიწევთ, ჩემსავით ისწავლოთ საკუთარი კომფორტის ზონის შემცირება-მეტი საზოგადოებრივი სიკეთის საკეთილდღეოდ.

ახსნა და სქემა კი ასეთი იყო…

ლევან ბერძენიშვილი (ის არა, სხვა :)))))

გზა არ დავიწროებულა, ის გადანაწილდა სამართლიანად. პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი და არა მანქანის მფლობელი, რადგან ის 30-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს სავალ ნაწილზე და თან მანქანის მფლობელზე მეტია რაოდენობით
………………………………

კი, არავინ უნდა გადავიწყვიტოთ, თქვენ როგორ იმგზავროთ, მაგრამ არც თქვენ გაქვთ უფლება, რომ აიძულოთ ვინმე, მანქანით ან ტაქსით იმოძრაოს. ჩვენზე, მანქანიანებზე მეტნი არიან ქვეითები, ავტობუსით მგზვრობისას თითოეული მათგანი იკავებს 30-ჯერ ნაკლებ ადგილს სავალ ნაწილზე, ვიდრე მე და თქვენ და მათაც ეკუთვნით სივრცე. თქვენი ლოგიკა ასე გამოიყურება: მე დიდ ადგილს ვიკავებ გზაზე, შენ პატარას, ამიტომ მოდი, მთელი გზა მე დამითმე და საათობით ელოდე ტრანსპორტს, რომელიც საცობის გამო იგვიანებს. ასე არ გამოვა, ყველას თავისი ეკუთვნის
…………………………………………

თქვენ ამბობთ, რომ უნდა დარჩეს შეზღუდულად ავტობუსის მგზავრი და მოითხოვთ, რომ ქუჩა მხოლოდ მანქანიანებს გვერგოს, ამას ვგულისხმობ შეზღუდვაში. თქვენ გაქვთ სივრცე, რომელსაც იყენებთ არაკომპაქტურად, ეს არაა მათი ბრალი, ვინც კომპაქტურად იყენებს და ამიტომ მათ უნდა გადაეცეთ მათი კუთვნილი სივრცე. არავინ გაიძულებთ, უბრალოდ თავისი კუთვნილი მიაქვთ, რომელიც მე და თქვენ ამდენი წლების განმავლობაში გვაქვს მიტაცებული, ხოლო ჩვენ გვრჩება ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. კი, არაა ეს ჩვენთვის საკმარისი, მაგრამ როცა რამე არ გყოფნით, ხომ არ სტაცებთ სხვას? ასეა საგზაო სივრცეც, ამდენი ხანი ვტაცებდით და ახლა დაბრუნებაც არ გვინდა

არა, იარეთ მანქანით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასე დიდ ადგილს იკავებთ სავალ ნაწილზე და ქმნით საცობს. ავტობუსის მგზავრები პატარა ადგილს იკავებენ და არ ქმნიან საცობს. საცობში უნდა იდგეს ის, ვინც ქმნის მას და არა ის, ვინ მას არ ქმნის. მგონი ლოგიკურია, არა?

ყველაფერი ახსნილი, მანქანა სტატუსი გგონია? ან აუცილებელი ატრიბუტია? ან სხვაგვარად ვერ გიხერხდება? უნდა გაიჭირვო შენ და არა სხვამ შენი კეთილდღეობისთვის

გმადლობთ, ბოდიშით“, – წერს თეა შაყულაშვილი „ფეისბუქში“.