ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერები დასუფთავდა
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერები დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერების დასუფთავება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, კონტეინერების შიდა კარკასი, სანიაღვრე მილები და ზედაპირი სპეციალური აპარატით მოირეცხა.

უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, მიწისქვეშა ნაგავშემკრები 90 კონტეინერი გაიწმინდა.

მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ ჩაატარებს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, დეზინფექცია ასევე უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.