თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაციც გარდაცვლილი იპოვეს [ფოტო]
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაციც გარდაცვლილი იპოვეს [ფოტო]

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარს მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს.

სამძებრო სამუშაოები რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე უკვე შეუშვეს დაღუპულის ოჯახის წევრები.

ადგილზე 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა.

1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.