შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან საგანაგებო მდგომარეობა ამოქმედდება
შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან საგანაგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.
მათრიაპალა სირისენას განკარგულებით, შრი-ლანკის მთავრობა ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს.
„დაზვერვის ინფორმაციით, ადგილობრივ თავდამსხმელებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. პრეზიდენტი უცხო ქვეყნების დახმარებას მოითხოვს“ – ნათქვამია შრი-ლანკის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „დეილი მირორი“ იუწყება, შრი-ლანკის ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების უფლებამოსილების გაზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კოლომბოში უსაფრთხოების დასაცავად ათასზე მეტი სამხედრო გააგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს 8 აფეთქება მოხდა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა.