შრი-ლანკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყანაში ტერაქტების აღკვეთა სადაზვერვო სამსახურების მნიშვნელოვანმა შეცდომამ გამოიწვია. როგორც ირკვევა, შრი-ლანკის ხელისუფლებამ, ინდოეთის დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა. ამის გამო შრი-ლანკის პრეზიდენტმა მათრიპალა სირისენამ თავდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ განაცხადა და პოლიციის მუშაობის ინსპექტირების პირობა დადო.
შრი-ლანკაში 21 აპრილს ტერაქტების სერიას 359 ადამიანი ემსხვერპლა. 500-ზე მეტი საავადმყოფოებში რჩება. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 9 თავდამსხმელიდან 8-ის იდენტიფიცირება გამოძიებამ უკვე შეძლო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი შრი-ლანკაში ჩასვლამდე დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სწავლობდა.