შრი-ლანკის ახალმა პრეზიდენტმა პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად თავისი ძმები დანიშნა
შრი-ლანკის ახალმა პრეზიდენტმა პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად თავისი ძმები დანიშნა

შრილანკის ახალმა პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ მთავრობის დაკომპლექტება საკუთარი ოჯახის წევრებით დაიწყო.

პრეზიდენტმა ერთი ძმა, მაჰინდა რაჯაპაქსა პრემიერად და ფინანსთა მინისტრად დანიშნა, მეორე ძმა კი, სოფლის მეურნეობის მინისტრად.

აღსანიშნავია, რომ მაჰინდა რაჯაპაქსა, 2005-დან 2015 წლამდე პრეზიდენტი იყო, მისი თავდაცვის მდივანი კი თავად ახალარჩეული პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა.

შრილანკის საპრეზიდენტო არჩევნებში გოტაბაია რაჯაპაქსამ რამდენიმე კვირის წინ გაიმარჯვა.