შრი-ლანკაზე კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს. როგორც პრესკონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომენდანტის საათი დღეს 20:00 საათიდან ამოქმედდება და ხვალ დილის 04:00 საათამდე გაგრძელდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად მიიღო.
შეგახსენებთ, შრი-ლანკაზე 21 აპრილს რვა ტერაქტის შედეგად დაღუპულია 290 ადამიანი. მათ შორის არიან უცხოელებიც. თავდამსხმელების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო. ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. დაკავებულია 24 ადამიანი, რომელთაც ტერაქტებთან კავშირში ადანაშაულებენ.