ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო, კანარის კუნძულების ხელმძღვანელობამ მთავრობას კომენდანტის საათის დაწესების თხოვნით მიმართა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო, კანარის კუნძულების ხელმძღვანელობამ მთავრობას კომენდანტის საათის დაწესების თხოვნით მიმართა

ესპანეთში კანარის კუნძულების ხელმძღვანელობამ მთავრობას კომენდანტის საათის დაბრუნების თხოვნით მიმართა. ამის მიზეზი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების ზრდაა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კანარის კუნძულების ხელმძღვანელობას სურს ტენერიფეზე კომენდანტის საათი 12:30-დან დილის 6:00 საათამდე დაწესდეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო, თუმცა რამდენიმე დღეა, შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რასაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კვლავ დაბალია, რასაც რისკჯგუფებში მყოფი ადამიანებისა და ხანდაზმულების სრულ ვაქცინაციას უკავშირებენ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“- ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 80 997 ადამიანი გარდაიცვალა.