დღეიდან იტალიაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან ამოქმედდება
დღეიდან იტალიაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან ამოქმედდება

იტალიაში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან ამოქმედდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იტალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც მინისტრთა კაბინეტის მრჩეველთა სამედიცინო ექსპერტების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, 7 ივნისიდან იტალიის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ღამის თორმეტი საათიდან დაიწყება, 21 ივნისიდან კი საერთოდ მოიხსნება.