ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ კომენდანტის საათი ძალაში დატოვა
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ კომენდანტის საათი ძალაში დატოვა

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ კომენდანტის საათი ძალაში დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, გუშინ სასამართლოს ქვედა ინსტანციამ მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების გამო ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ ზომას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მთავრობამ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ იყო აუცილებელი პანდემიის ამ ეტაპზე აღშნული საგანგებო ზომის გამოყენება. სასამართლოს ეს გადაწვეტილება მთავრობამ გაასაჩივრა.

კომენდანტის საათის წინააღმდეგ მოძრაობა „სიმართლე ვირუსის შესახებ“ გამოდიოდა. აქტივისტებმა ნიდერლანდებში შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, კი ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ მოძრაობის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა,მ არკ რუტემ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება, რადგან ვირუსზე კონტროლი ჯერ არ დამყარებულა.

გასულ კვირაში ნიდერლანდების ხელისუფლებამ 21:00-დან 04:30 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვების მოწინააღმდეგეები კომენდანტის საათს პირადი თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.