პარიზის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა
პარიზის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, პარიზში შეზღუდულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე, 3 ივლისამდე იმოქმედებს პარიზის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბან კლამარში.

„კლამარი არის უსაფრთხო და მშვიდი დასახლება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ის ასეთად“, – ნათქვამია დასახლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენდანტის საათი 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს სავინი-ლე-ტემპლში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ შემოგარენში მდებარეობს.

საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში დღეს 19:00 საათიდან მუშაობს შეწყვეტს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული ღამის არეულობების დროს საფრანგეთის მასშტაბით დაკავებულია 875 ადამიანი. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.