შრი-ლანკაში წელს საქართველოდან 454 ტურისტი ჩავიდა
შრი-ლანკაში წელს საქართველოდან 454 ტურისტი ჩავიდა

შრი-ლანკის ტურიზმის განვითარების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, წელს კუნძულოვან სახელმწიფოს საქართველოდან 454 ტურისტი ესტუმრა.

იანვარში შრი-ლანკაში საქართველოს 85 მოქალაქე ჩავიდა, თებერვალში 82, მარტში 63, აპრილში 82, მაისში 44, ივნისში 26, ივლისში 37, აგვისტოში კი 35.

ტურიზმის სამსახურს წინა წლების დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, უცნობია, გაიზარდა თუ არა ქვეყანაში საქართველოდან ჩასული ტურისტების რიცხვი. თუმცა, ქართულ ტურისტულ კომპანიებში ეს ერთ-ერთი ახალი პოპულარული მიმართულებაა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით კი, წელს საქართველოში შრი-ლანკას 1053 მოქალაქე ჩამოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტია.