შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
სააგენტო „ფრანს პრესის” ცნობით, დაკავებულთა შორისაა მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანა სავარაუდოდ ტერორისტებმა გამოიყენეს. ასევე, დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც რამდენიმე თავდამსხმელი ცხოვრობდა.
შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. აფეთქებები სამ ეკლესიაში, სააღდგომო წირვის დროს და რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროში მოხდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.
„სიენენის“ (CNN) მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურებმა შრი-ლანკის მთავრობა ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გააფრთხილეს.