შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიის დროს დაღუპულთა რიცხვი 207-მდე გაიზარდა. დაჭრილია 400-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია შრი-ლანკის პოლიციაში დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფეთქებების სერიას ტერაქტი უწოდეს. პოლიციაში დაადასტურეს, რომ აფეთქებების უმეტესობა თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყვეს.
აფეთქება დღეს შრი-ლანკაზე რვაჯერ მოხდა. თავდამსხმელების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო.