შოთა უტიაშვილი მის სახლთან მიმდინარე აქციაზე - ეს არის მთავრობის მიერ მოგზავნილი ხალხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი მის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციას მართულს უწოდებს.
„ეს არის მთავრობის მიერ მოგზავნილი ხალხი, მიზანი არის ზეწოლა, რომ ჩემი მეუღლე „რუსთავი 2“- დან წავიდეს“, – განაცხადა უტიაშვილმა.
კითხვაზე, რა იგულისხმა პოსტში, რასაც მის სახლთან აქცია მოჰყვა, უტიაშვილმა განაცხადა: „რაც წერია, ის იგულისხმა და ვინც კითხვა იცის, ძალიან კარგად გაიგებს რაც წერია“.
შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შოთა უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ.