შოთა უტიაშვილი პირველი არხის ჟურნალისტს - ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენმა ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა
შოთა უტიაშვილი პირველი არხის ჟურნალისტს - ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენმა ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა

ეს ხალხი, ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენმა ხელმძღვანელობამ გამოგვიგზავნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა უტიაშვილმა სატელეფონო კომენტარის დროს განუცხადა.

პირველი არხი შოთა უტიაშვილს მის სახლთან მიმდინარე აქციის შესახებ კომენტარისთვის დაუკავშირდა.

პირველი არხის კითხვაზე, რა კავშირი აქვს პირველი არხის ხელმძღვანელობას მის სახლთან მიმდინარე აქციასთან, უტიაშვილმა განაცხადა, რომ „ერთი „შანტრაბაა“.

„ერთი „შანტრაბა“ არ არის? კოკა ყანდიაშვილი და ის რამ გაყო?”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ფიქრობთ, რომ ეს ხალხი ვასილ მაღლაფერიძემ გამოგიგზავნათ სახლთან“, უტიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის საერთო ინტერესია.

„ფაქტია, რომ ეს აქცია იმავე ჯგუფის გაკეთებულია, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელიც ეკუთვნის. ვასიკო მაღლაფერიძემ გამოგზავნა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს არის მთავრობის ორგანიზებული, ამიტომ მთავრობის ყველა ნაწილი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. შეიძლება პირადად არ იცის, ან იცის, ან მოსწონს, ან არა, ეს არ ვიცით. როცა დრო მოვა, გავიგებთ“, – განაცხადა უტიაშვილმა.

დატოვე კომენტარი