ვასილ მაღლაფერიძე - სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით
ვასილ მაღლაფერიძე - სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა დღეს მის სახლთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს ხალხი, ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ გაუგზავნა“.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს.

„სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით. ეს სუბიექტი ცხოვრებაში ერთხელ მყავს ნანახი არცთუ სახარბიელო კონტექსტში და, სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ არც გამხსენებია. ხალხის მიგზავნა, ტროლები, ჟურნალისტების დევნა, ადამიანების თვალთვალი, ფარული ჩანაწერები, დასმენები და მოსმენები უტიაშვილმა მოიკითხოს საკუთარ გარემოცვაში და უბის წიგნაკში.

ადამიანები, რომლებიც ენაზე მომდგარი ყველა სიტყვის წამოყრანტალებას კადრულობენ, ერთობ სპეციფიური რეპუტაციით სარგებლობენ და მათ ნათქვამს მათივე რეპუტაციის ფასი აქვს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.