შერიფი - სკოლის დაცვის წევრმა სროლის დროს არაფერი მოიმოქმედა, ის შენობის უკან დაიმალა
შერიფი - სკოლის დაცვის წევრმა სროლის დროს არაფერი მოიმოქმედა, ის შენობის უკან დაიმალა

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სკოლის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გადადგა.

გამოძიების თანახმად, ოფიცერი სკოტ პიტერსონი სროლის დროს შენობაში არ შევიდა. ჯარში მსახურისა და პოლიციაში 30-წლიანი პრაქტიკის შემდეგ, პიტერსონმა თანამდებობა შემდგომი ანაზღაურების გარეშე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სამართალდამცავ ორგანოში ვეღარასოდეს დასაქმდება, პენსიას კი სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ამერიკულ მედიას ბოვარდის ოლქის შერიფმა სკოტ ისრაელმა განუცხადა.

„სკოტ პიტერსონი შეიარაღებული იყო, მას ეცვა უნიფორმა და მისი მოვალეობა სწორედ მოსწავლეების დაცვა იყო, თუმცა მან საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა. ის ეზოში იდგა მაშინ, როცა შენობაში ბავშვებს ხოცავდნენ“, – განაცხადა სკოტ ისრაელმა.

19 წლის ნიკოლას კრუზმა 14 თებერვალს პარკლენდში მდებარე მერჯერი სთოუნმენ დუგლასის სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 14 მოსწავლე და სამი მასწავლებელი დაიღუპა. იგი აღნიშნული სკოლიდან დისციპლინის პერმანენტული დარღვევის გამო ერთი წლის წინ გარიცხეს. კრუზი დაპატიმრებულია.