ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმას გადარჩენილი ახალგაზრდები ვაშინგტონში ეროვნულ აღლუმს გეგმავენ
ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმას გადარჩენილი ახალგაზრდები ვაშინგტონში ეროვნულ აღლუმს გეგმავენ

ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმას გადარჩენილი ახალგაზრდები ვაშინგტონში ეროვნულ აღლუმს გეგმავენ. მათი მოთხოვნა იარაღზე კონტროლის გამკაცრება და პოლიტიკური ცვლილებებია.

როგორც ამერიკული მედია წერს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სურთ, პარკლენდის სკოლის შემთხვევა გადამწყვეტი ცვლილებების საბაბი გახდეს და იარაღის კონტროლზე არსებულ დებატებზე გავლენა მოახდინოს.

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაზე თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამით 2012 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი შემთხვევა გახდა.

გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა შეძახილები „გრცხვენოდეთ“, რომლითაც მონაწილეები ამერიკელ კანონმდებლებსა და პრეზიდენტს მიმართავდნენ.