დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს

09:01, 18.02.2018

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს. როგორც ტრამპმა Twitter-ში დაწერა, გამოძიების ფედერალური ბიურო „ბევრ დროს ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიებაზე”.

„რუსეთთან შეთქმულება არ არსებობს, დაუბრუნდით ძირითად საქმეს, რათა ჩვენ თქვენით ისევ ვიამაყოთ“, – წერს მიკრობლოგში აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის კრიტიკა ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას უკავშირდება. მანამდე გამოძიების ფედერალური ბიუროში შეცდომა აღიარეს და განაცხადეს, რომ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის შესახებ ცნობას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

პარკლენდის სკოლაზე თავდასხმისას 17 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი