აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს. როგორც ტრამპმა Twitter-ში დაწერა, გამოძიების ფედერალური ბიურო „ბევრ დროს ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის შესაძლო კავშირის გამოძიებაზე”.
„რუსეთთან შეთქმულება არ არსებობს, დაუბრუნდით ძირითად საქმეს, რათა ჩვენ თქვენით ისევ ვიამაყოთ“, – წერს მიკრობლოგში აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპის კრიტიკა ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას უკავშირდება. მანამდე გამოძიების ფედერალური ბიუროში შეცდომა აღიარეს და განაცხადეს, რომ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის შესახებ ცნობას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
პარკლენდის სკოლაზე თავდასხმისას 17 ადამიანი დაიღუპა.