„როიტერი“ – დონალდ ტრამპი ტეხასში SpaceX-ის რაკეტის გაშვებას დაესწრება

19:40, 19.11.2024

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მილიარდერთან, SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად ​SpaceX-ის რაკეტის გაშვებას დაესწრება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ წუთებში დონალდ ტრამპი ტეხასში მიემგზავრება.

​არჩეული პრეზიდენტის გეგმების შესახებ დონალდ ტრამპის გუნდი კომენტარს არ აკეთებს.

ტრამპს და მასკს მეგობრობა აკავშირებთ. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა SpaceX-ი 2002 წელს დააარსა.

მსგავსი