შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა იმართება.
აღნიშნულ ეპიზოდზე ხუთი პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
„ჩვენ წარვუდგენთ სასამართლოს შესავალ სიტყვას. ჩვენი პოზიცია იგივეა. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდების პოზიციას დაადასტურებდა. მიგვაჩნია, თუ სასამართლო კანონის შესაბამისად მიუდგება საქმის განხილვას, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი იქნება.
ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საქმეს განიხილავს სასამართლო და უარი ვთქვით ნაფიც მსაჯულებზე. ლოგიკური იქნებოდა, საქმის მასალებზე დაყრდნობით აგვერჩია სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები. ჩვენ ერთადერთს ვითხოვთ, გვქონდეს საშუალება, განვახორციელოთ სრულყოფილად დაცვა და ვიყოთ თანაბარ პირობებში“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.