მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი დღეს განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

ერთი-ერთი ბრალდებული ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაახლოებით ასი მოწმე არსებობს, თუმცა, არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში მკვლელობის ფაქტზე არ საუბრობს. როგორც ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„გრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა. საქმეში დასახელებულია დაახლოებით 100 მოწმე და არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში არ ლაპარაკობს მკვლელობაზე. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ვერ ისაუბრებენ იმაზე, რისი თვითმხილველებიც არ ყოფილან და ინფორმაცია არ აქვთ. ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი შეკიხთვები, რომელსაც ბრალდების მხარე წარმოადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

დატოვე კომენტარი