შალვა ნათელაშვილი - ვიოლა ფონ კრამონი იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში
ვიოლა ფონ კრამონი იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა შალვა ნათელაშვილს კითხვა დაუსვეს ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში თქვა: „ამნისტიის კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა“.
„თქვენ მიერ დასახელებული ქალბატონი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის პირად ლობისტს ევროსტრუქტურებში. ის იყო კელი დეგნანთან ერთად მთავარი ინიციატორი, რომ პარტიები შეეთრიათ ამ უკანონო და სამარცხვინო პარლამენტში. ამიტომ, მე ამ ქალბატონის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.