მამუკა მდინარაძე - ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში, რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება
მამუკა მდინარაძე - ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში, რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება

ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე, სადაც ის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„ერთი წლით ხომ გადაუვადდათ გეგმები და ახლა ფიქრობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაისად მაინც მოახდინონ რაღაც ამბოხებისმაგვარი. საიდან დაასკვნეს, რომ მაინცდამაინც იმ დროს იქნება გზა გადათხრილი, რომ ადამიანი ვერ გაივლის? რა დონის სიგიჟემდე მივდივართ. ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით იქნებ რაღაც ამბოხი მოვახდინოთ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორიაო. აქამდე მივდივართ და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ნამდვილად არ იქნება ამ დროს ასეთი ვითარებაო. ეს ამბავი არასერიოზულია და იმ მცირე ჯგუფის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, რომელსაც, შეიძლება, მართლა ეგონოს, რომ გადაითხრება რუსთაველი და ვეღარ მივა ადამიანი პარლამენტის წინ არჩევნების გასაპროტესტებლად, რომელიც აუცილებლად უკანონოდ ჩატარდება. ამ ლოგიკას ავითარებენ და ამისი დარწმუნებით არიან დაკავებული. ალბათ ხედავთ, რამდენად მდაბიო რწმუნების ხარისხია ამ ყველაფერში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.