ვიოლა ფონ კრამონი – საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერს, ასევე ინტერესდება გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით.
„ასევე მაინტერესებს, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა“, – წერს ფონ კრამონი.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.
Nicht nur das: Viele haben mir im Wahlkampf sehr offen gesagt, dass Putin nicht das Problem ist, sondern die USA, unser Verfassungsschutz und der CIA. Hier ist was mächtig schief gelaufen.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) June 9, 2024