ვიოლა ფონ კრამონი – „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ
„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
ევროდეპუტატი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
„ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
@GeorgianDream41 had a million chances not to betray #Georgia but they still chose to obey Putin. History is never kind to traitors.
Despite this setback, the story ends well for the people of 🇬🇪. Sooner or later, they will join the 🇪🇺EU & no 🇷🇺 or their proxies can change that.— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 28, 2024