სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ მეორე სეზონის პრემიერა ივნისში გაიმართება
სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ მეორე სეზონის პრემიერა ივნისში გაიმართება

ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ მეორე სეზონის პრემიერა ივნისში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიჩბიოუ“ ავრცელებს.

ფილმის მეორე სეზონის შესახებ რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია, მათ შორის ახალ პერსონაჟებზე, თუმცა ყველაზე დიდი მოლოდინი მაყურებელს ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპისადმი აქვს, რომელიც შოუში ნიკოლ კიდმანის გმირის, სელესტის დედამთილი იქნება.

ასევე, ცნობილია, რომ სერიალის მეორე სეზონში უფრო მეტი დრო დაეთმობა თავად პერსონაჟების ისტორიებსა და არა მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას.