მესი არგენტინულ სერიალში გადაიღეს [ვიდეო] #1TVSPORT
მესი არგენტინულ სერიალში გადაიღეს [ვიდეო] #1TVSPORT

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი სერიალში მონაწილეობს. „მცეველები“ არგენტინული სერიალია, რომლის პოპულარობაც ლათინური ამერიკის ფარგლებს გასცდა და პროექტის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი რეიტინგი ლიონელ მესის დახმარებით კიდევ უფრო გაზარდონ.

სცენები მესის მონაწილეობით უკვე გადაღებულია, მაგრამ მაყურებელი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის მიერ შესრულებულ როლს 2023 წლამდე ვერ იხილავს.