„ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ სერიალად „მემკვიდრეობა“ დაასახელეს
„ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ სერიალად „მემკვიდრეობა“ დაასახელეს

„ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ სერიალად „მემკვიდრეობა“ (Succession) დაასახელეს. ტელესერიალი მაყურებელს ოჯახის შესახებ უყვება, რომელიც მედიაიმპერიას მართავს.

„მემკვიდრეობის“ მთავარი როლის შემსრულებელი ჯერემი სტრონგი დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელეს.

საუკეთესო მინი-სერიალი გახდა „მცველები“ (Watchmen). ამ სერიალში შესრულებული საუკეთესო როლისთვის დააჯილდოეს რეჯინა კინგი.

კომედიური სერიალის კატეგორიაში გამარჯვება „შითს ქრიკმა“ (Schitt’s Creek) მოიპოვა, რომელსაც „ემის“ ჯილდო ცხრა კატეგორიაში გადაეცა. ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდული მაჩვენებელი არის. კანადურ სერიალში მთავარ როლებს ქეთრინ ოჰარა და იუჯინ ლევი ასრულებენ. ცერემონიალზე ჯილდო ორივე მათგანმა მიიღო. ტელესერიალი „შითს ქრიკი“ პირველად 2015 წელს გამოვიდა. ის მდიდარი ოჯახის ისტორიას უყვება მაყურებელს, რომელიც გაღარიბდა და იძულებული გახდა, საცხოვრებლად პატარა ქალაქში, სასტუმროში გადასულიყო.

წელს „ემის“ დაჯილდოვების ცერემონიალი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ ფორმატში გაიმართა.